Saturday, June 25, 2011




1.      პროექტის სათაური:  ქრისტიანობა საქართველოში.
მოსწავლეები სწავლობენ საქართველოში პირველი ქრისტიანული თემის გაჩენას. ამ მასალის უკეთ გაცნობის მიზნით გეგმავენ მცხეთის მონახულებას. ქვემო ქართლში ნასტაკისის  ნაქალაქარის   არქეოლოგიური შესწავლა, სადაც აღმოჩენილია კრამიტით ნაგები ეკლესია, საქართველოში პირველი ქრისტიანული თემის არსებობას ადასტურებს.  
     მოსწავლეები  გაეცნობიან ამ კუთხეში არსებულ ისტორიულ ძეგლებს და შეისწავლიან მარშრუტს სამტრედიიდან მცხეთამდე. მოაწყობენ ფოტო მასალის გამოფენა–პრეზენტაციას, სლაიდ–შოუს სხვა მოსწავლეებისათვის.
2) მოსწავლეთა ასაკი: 13–14 წელი.
3) 14–15 ივნისი.
4) პროექტის შესაძლო აქტივობები: მცხეთის ისტორიული მნიშვნელობის გააზრება, შესწავლა, გეოგრაფიული მდებარეობის შესახებ ინფორმაციის მოძიება, ამ კუთხესთან დაკავშირებული ისტორიული მასალის მოძიება, გაცნობა.
5) მოსალოდნელი შედეგები: შეიქმნება  გვერდი პროექტის შესახებ, მოეწყობა ფოტო მასალის გამოფენა და პრეზენტაცია.
6) სასარგებლო სხვებისათვის: პროექტის საიტის მნახველები გაიღრმავებენ ცოდნას და გაეცნობიან საინტერესო მასალებს მცხეთის შესახებ.
7) საგნებთან კავშირი: მოსწავლეები შეაფასებენ თუ რა ადგილი დაიკავა საქართველომ ამ აღმოჩენით მსოფლიოში. განსაზღვრავენ მის ადგილმდებარეობას, გააკეთებენ მარშრუტს სამტრედიიდან მცხეთამდე. გადაიღებენ  ფოტოებს, გამოიყენებენ ინტერნეტს და მოძიებულ მასალას დაამუშავებენ პრეზენტაციისათვის.
8) პროექტის ხელმძღვანელი: ნელი ფოცხვერია.
ხელმძღვანელის ელ. ფოსტა focxverian@gmail.com
პროექტის ბლოგი nfocxveria.blogspot.com